Thumbnail

ერთმეტრიანი თამაშგარე! ჩელსიმ მატჩი ბოლო წუთებზე გადაარჩინა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • კარდიფი 1:2 ჩელსი
  • 1:0 - კამარასა (46), 1:1 - ასპილიკუეტა (84), 1:2 - ლოფტუს-ჩიკი (91)

ჩელსიმ კარდიფში გაიმარჯვა, თუმცა სეზარ ასპილიკუეტამ ანგარიში აშკარა თამაშგარე მდგომარეობიდან გაათანაბრა, რამაც სიტის მთავარი მწვრთნელი - ნილ უორნოკი ძალიან გააღიზიანა.

უორნოკმა რომელიც მსაჯებისადმი კრიტიკურლი დამოკიდებულებით გამოირჩევა, არც ამჯერად დააკლო მათ რამე, ბევრი ყვირილის შემდეგ მოედანზე შეიჭრა და მათ წინ პროვოკაციულად დადგა.

განრისხებული უორნოკი მსაჯების წინაშე

70 წლის სპეციალისტი აფორიაქებული ჩანდა, მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ პრესკონფერენციაზე დააგვიანებდა, რადგან ჯერ დამშვიდება სჭირდებოდა.

ლონდონელები 31 ტურის შემდეგ 60 ქულით მეექვსე ადგილს იკავებენ, არსენალსაც 60 ქულა აქვს თუმცა უნაი ემერის გუნდს ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.

კომენტარები

ბოლო ამბები