Thumbnail

'ერი, რომლისთვისაც ძიუდო ცხოვრებაა' - IJF-მ თბილისის გრან პრის პრომო გამოაქვეყნა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

29-31 მარტს თბილისში ევროპაში ძიუდოს ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი გაიმართება, რომელსაც IJF-ის გრან პრის სტატუსი აქვს.

ძიუდოს საერთაშორისო ორგანიზაციამ თავის ვებსაიტზე თბილისის გრან პრის პრომო ვიდეო გამოაქვეყნა:

"წარმოიდგინეთ ერი, რომლისთვისაც ძიუდო ცხოვრების ნაწილია. ქვეყანა, სადაც ხალხის სიყვარული ძიუდოსადმი მის შესაძლებლობებთან კარგად შერწყმულია.

საქართველო - ულამაზესი მიწა, რომელმაც ბევრი უმაღლეს კლასის ჯუდოკა შვა. მსოფლიოს ვარსკვლავები ყოველ წელს ჩადიან იქ თბილისის გრან პრიზე წარმატების მისაღწევად. იგრძენი ენერგია და გაუსინჯე გემო იქაურ ატმოსფეროს - საქართველო მსოფლიოს ძიუდოს უდიდეს სიყვარულს აჩვენებს".   

თბილისის გრან პრის პრომო

ცალკე ყურადღება დაიმსახურა მძიმე წონაში მსოფლიოს ჩემპიონმა გურამ თუშიშვილმა, რომელსაც სპეციალური ვიდეო სიუჟეტი მიეძღვნა. 

გურამ თუშიშვილის პრომო

კომენტარები

ბოლო ამბები