Thumbnail

ევროპული კლასიკა - გერმანიამ ჰოლანდიას ბოლო წუთზე მოუგო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ჰოლანდია 2:3 გერმანია
  • გერმანიამ ჰოლანდიას 7-წლიანი პაუზის შემდეგ მოუგო

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურში ჰოლანდიამ გერმანიას უმასპინძლა და 2:3 დამარცხდა. გერმანელებმა საკვალიფიკაციო ეტაპი გამარჯვებით დაიწყეს. მათ ჰოლანდიის დამარცხება 7-წლიანი პაუზის შემდეგ შეძლეს.

ანგარიში მე-15 წუთზე გაიხსნა, ლეროი სანემ შულცის გადაცემით ისარგებლა და გერმანელები დააწინაურა.

0:1 სანე 15'

ლეროის სანეს გოლი ჰოლანდიის ნაკრებთან - 0:1

ლეროის სანეს გოლი ჰოლანდიის ნაკრებთან - 0:1

Posted by Silk Sport on კვირა, 24 მარტი, 2019

ჰოლანდიას გათანაბრების ძალიან კარგი შანსი მიეცა, თუმცა რაინ ბაბელის დარტყმა მანუელ ნოიერმა მოიგერია.

მანუელ ნოიერის ბრწყინვალე სეივი ჰოლანდიის ნაკრებთან

მანუელ ნოიერის ბრწყინვალე სეივი ჰოლანდიის ნაკრებთან

Posted by Silk Sport on კვირა, 24 მარტი, 2019

გერმანელებმა ტაიმის მიწურულს ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს. გნაბრიმ ჰოლანდიელებს ეფექტური გოლი გაუტანა - 0:2.

0:2 გნაბრი 34'

ჰოლანდიამ მეორე ტაიმის პირველივე წუთებზე შეძლო ანგარიშში სხვაობის შემცირება. მატიას დე ლიხტმა დეპაის გადაცემით გაიტანა - 1:2.

1:2 დე ლიხტი 48'

მატია დე ლიგტის გოლი გერმანიის ნაკრების კარში - 1:2

მატია დე ლიგტის გოლი გერმანიის ნაკრების კარში - 1:2

Posted by Silk Sport on კვირა, 24 მარტი, 2019

კუმანის გუნდმა გათანაბრება პირველი გოლიდან 15 წუთში შეძლო. მემფის დეპაიმ საგოლე გადაცემის შემდეგ გოლითაც გამოიჩინა თავი - 2:2.

2:2 დეპაი 63'

მემფის დეპაიმ ანგარიში გაათანაბრა - 2:2

მემფის დეპაიმ ანგარიში გაათანაბრა - 2:2

Posted by Silk Sport on კვირა, 24 მარტი, 2019

გერმანიამ მატჩის ბოლო წუთზე გაიტანა. შეხვედრის ბედი ჰოფენჰაიმის ფეხბურთელმა, ნიკო შულცმა გადაწყვიტა, რომელმაც ცვლილებაზე შემოსული მარკო როისის გადაცემით ისარგებლა და ჰოლანდიელებს მესამე გოლი გაუტანა. გერმანიამ შესარჩევ ეტაპზე პირველი გამარჯვება იზეიმა და ერთა ლიგაზე განცდილი მარცხისთვის რევანში აიღო.

2:3 შულცი 90'

შულცმა ჰოლანდიას ბოლო წუთზე გაუტანა - 2:3

შულცმა ჰოლანდიას ბოლო წუთზე გაუტანა - 2:3 კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება მოედანზე, მარკო როის!

Posted by Silk Sport on კვირა, 24 მარტი, 2019

აღსანიშნავია, ბელგიელების მეორე გამარჯვება შესარჩევ ეტაპზე. 'წითელმა ეშმაკებმა' კვიპროსს სტუმრად 0:2 სძლიეს, ედენ აზარისა და ბაჩუაის გოლებით. პოლონეთის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ლატვიას ასევე 2:0 სძლია. მასპინძლებმა რობერტ ლევანდოვსკისა და კამილ გლიკის გოლებით იმარჯვეს.

კომენტარები

ბოლო ამბები