Thumbnail

ინტერვიუ გიორგი ფრუიძესთან - იმედი მაქვს, ნაკრებშიც ვითამაშებ

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ჩელენჯ ქაფის ორი მატჩი თბილისში.
  • კრასნი იარი - ლონდონ აირიში.
  • ენისეი - ნიუკასლ ფალკონსი.
  • ინტერვიუ გიორგი ფრუიძესთან.

20 იანვარს, თბილისში, ჩელენჯ ქაფის ორი მატჩი გაიმართება. კრასნი იარი ლონდონ აირიშს შეხვდება, ხოლო ენისეი - ნიუკასლ ფალკონსს.

პირველ მატჩი ენისეიმ ნიუკასლთან 7:64 წააგო. რუსული კლუბის ღირსებას დავით კაჭარავა და მიშო გაჩეჩილაძე იცავენ.

ენისეის ვარჯიში თბილისში.

რაც შეეხება კრასნი იარს, გიორგი ფრუიძის, სოსო მათიაშვილისა და ლაშა მალაღურაძის კლუბი ლაშა ლომიძის ლონდონ აირიშთან 47:17 დამარცხდა. გიორგი ფრუიძემ მატჩის პირველი ლელო დადო. მატჩამდე ორი დღით ადრე, ფრუიძეს დავუკავშირდით და რამდენიმე კითხვა დავუსვით.

ლაშა მალაღურაძემ ლონდონ აირიშთან პირველ შეხვედრაში 7 ქულა დააგროვა.

popsport : ლონდონ აირიშთან პირველი მატჩის პირველი ტაიმი კარგად ჩაატარეთ, მეტოქეს ტოლ-სწორად ეთამაშეთ. რა მოხდა მეორე ტაიმში, რას დააბრალებდი მარცხს?

ფრუიძე : გუნდს ასეთი დონის მატჩის მოსაგებად მეტი გამოცდილება უნდა ჰქონდეს. კრასნი იარმა თამაში არაჩვეულებრივად დაიწყო, პირველი ტაიმი ჩვენ სასარგებლოდ 10:7 დასრულდა. საბოლოოდ ჩვენი მარცხი გამოუცდელობამ და დაღლილობამ განაპირობა.

popsport : ორი სეზონია კრასნი იარი ჩემპიონი ვეღარ ხდება, თუმცა მიმდინარე სეზონში ევროტურნირზე ენისეიზე კარგად ასპარეზობს. რა იქნება კლუბის მთავარი მიზანი მიმდინარე სეზონში?

ფრუიძე : რა თქმა უნდა, კლუბის მთავარი მიზანი ენისეისთან გამარჯვება და ჩელენჯ ქაფზე დარჩენა იქნება. შემდეგ სეზონში რუსეთის ჩემპიონობისთვისაც ვიბრძოლებთ და იმედი მაქვს, ორწლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონობას მოვიპოვებთ.

გიორგი ფრუიძე კრასნი იარის ვარჯიშზე.

popsport : რას გვეტყვი ბათუმის შანსებზე? შეძლებს ქართული კლუბი კონტინენტის ფარზე ტიმიშოარას ბარიერის დაძლევას?

ფრუიძე : ბიჭებს არაჩვეულებრივი შანსი აქვთ. წარმატებებს ვუსურვებ და მჯერა, რომ გაიმარჯვებენ. მთავარია, მობილიზებულნი იყვნენ და ჩელენჯ ქაფზე გასვლას შეძლებენ.

popsport : შემოთავაზება ხომ არ გაქვს სხვა კლუბისგან?

ფრუიძე : შემოთავაზება არ მაქვს. კრასნი იარში თავს კარგად ვგრძნობ. რა თქმა უნდა , ტოპ 14-ში გადასვლა დიდი წარმატება იქნება. ახლა ლონდონ აირიშთან თამაშზე ვფიქრობ. გაფართოებულ სიაში ვარ და იმედი მაქვს, ბორჯღალოსანთა 31-კაცშიც მოვხვდები.

ენისეის მატჩი 14-საათზე დაიწყება, ხოლო კრასნი იარი ლონდონ აირიშთან მატჩს 17-საათზე დაიწყებს.

ფრუიძის ლელო ლონდონ აირიშთან.

კომენტარები

ბოლო ამბები