Thumbnail

PREVIEW | შეძლებს სიტი ლიდერობის შენარჩუნებას? მოსაგები მატჩი უოტფორდთან!

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • 📅 9 მარტი | ⌚ 21:30 | ⚽ სიტი V უოტფორდი
  • უოტფორდს ოთხეულის გუნდთან გასვლაზე 2 წელია არ მოუგია...

პრემიერლიგის ოცდამეათე ტურის მატჩში ჩემპიონატის ლიდერი - მანჩესტერ სიტი ეტიჰად სტედიუმზე უოტფორდს უმასპინძლებს. 1988 წლიდან დღემდე, ელტონ ჯონის საყვარელი გუნდი სიტის 10-ჯერ ესტუმრა და 9-ჯერ წააგო.

აქედან 6 მატჩში უოტფორდმა 3 გოლი გაუშვა, ხოლო ერთში 4... 2015 წლის დაწინაურების შემდეგ კი სიტის უოტფორდის წინააღმდეგ 100% შედეგი აქვს, რაც 22-3 ბურთების სხვაობასაც მოიცავს.

"ეს გუნდი პროგრესირებს და ნელ-ნელა მეტი და მეტი გვინდა..." - ამბობს გუნდის კაპიტანი ტროი დინი. "რათქმაუნდა ვეცდებით დიდ გუნდებს ქულები წავართვათ" - ბოლო ოთხეულის გუნდი, რომელსაც გასვლაზე უოტფორდმა მოუგო არსენალი გახლდათ (2017).

სიტი გასულ ტურში ლიგის ლიდერი გახდა, მანჩესტერელების მარათონული რბოლა ადგილის შენარჩუნებისათვის დღეს იწყება. წელს ლიგის მოგების შემთხვევაში სიტი გახდება თანაქალაქელი იუნაიტედის შემდეგ (2009) პირველი გუნდი, ვინც პრემიერლიგის თასს ზედიზედ აღმართავს.

საინტერესო ფაქტები

⚽ სიტიმ ბოლო 4 საშინაო შეხვედრიდან, სამში მინიმუმ ერთი გოლი პენალტით გაიტანა...

⚽ უოტფორდი გასვლაზე გოლების თითქმის მესამედს - 12 (37) ბოლო 15 წუთში უშვებს...

⚽ ანდრე გრეიმ სიტის შარშან ეტიჰადზე გაუტანა, ახლა კი უოტფორდის ფორვარდმა ბოლო ტურში ლესტერთანაც გამოიჩინა თავი...

კომენტარები

ბოლო ამბები