Thumbnail

ტოტენჰემმა ბორუსიას დორტმუნდშიც მოუგო და მეოთხედფინალში გავიდა!

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • დორტმუნდის ბორუსია 0:1 ტოტენჰემ ჰოთსპური
  • 0:1 - კეინი (49)

დორტმუნდის ბორუსია ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური რაუნდის საპასუხო შეხვედრაში, საკუთარ სტადიონზე ტოტენჰემ ჰოთსპურთან მინიმალური სხვაობით - 0:1 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

ლონდონელებს პირველი მატჩი 3:0 ჰქონდათ მოგებული და მეტოქე გასვლაზეც დაამარცხეს. ეს სპურსისთვის დორტმუნდში მესამე ვიზიტი და მესამე გამარჯვება გახლდათ - პოჩეტინოს გუნდი ბორუსიასთვის უხერხული მეტოქეა.

შეხვედრაში ერთადერთი გოლი ტოტენჰემიდან, გუნდის ლიდერმა - ჰარი კეინმა გაიტანა, რომელიც დღევანდელი გოლით კლუბის ისტორიაში ევროთასებზე გატანილი გოლებით საუკეთესო გახდა - 24.

შეგახსენებთ, რომ მეოთხედფინალური წყვილების წილისყრა 15 მარტს გაიმართება - პირველი მატჩები 9 და 10 აპრილს ჩატარდება, ხოლო 16 და 17 აპრილს საპასუხოები.

საინტერესო ფაქტები

 სპურსი ლიგის მეოთხედფინალში ბოლოს ჰარი რედნაპის დროს იყო (8 წლის წინ), მაშინ ლონდონელები ასპარეზობას მადრიდის რეალმა გამოთიშა.

⚽ ტოტენჰემს ბორუსიასთან გასვლაზე ჩატარებული 3 მატჩიდან, სამივე მოგებული აქვს.

⚽ ჰარი კეინი კლუბის ისტორიაში 24 გოლით ევროთასებზე საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

0:1 - კეინი (49

ჰარი კეინის გოლი დორტმუნდის კარში - 0:1 ⚽️

Posted by Silk Sport on სამშაბათი, 05 მარტი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები