Thumbnail
  • თბილისური გუნდი 3 ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.
  • მეტოქეები: კონკორდია (რუმინეთი), სეპსი (რუმინეთი), ბოტევი (ბულგარეთი)

საბურთალო ეროვნული ლიგის ახალი სეზონისთვის ემზადება. 17 იანვარს, თბილისური გუნდი თურქეთის ქალაქ სიდეში 2-კვირიან შეკრებაზე გაემგზავრება.

თბილისური გუნდი თურქულ შეკრებაზე ამხანაგურ მატჩებს გამართავს. საბურთალო 20 და 25 იანვარს რუმინეთის უმაღლესი ლიგის გუნდებს: კონკორდიას და სეპსის დაუპირისპირდება. ბოლო ამხანაგურ შეხვედრას გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი 29 იანვარს ბულგარულ ბოტევთან ჩაატარებს.

საბურთალოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტრავმით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, საწვრთნელ პროცესს შეუდგა გურამ გოშთელიანი. საბურთალო შეკრებაზე შემდეგი შემადგენლობით მიემგზავრება:

მალი, ნოდარ იაშვილი, გრიგოლ ჩაბრაძე, დაჩი ცნობილაძე, გაგი მარგველაშვილი, თედორე გრიგალაშვილი, გიორგი ჯინჯოლავა, ლუკა ლაკვეხელიანი, ცოტნე ნადარაია, თორნიკე თარხნიშვილი, ვლადიმერ მამუჩაშვილი, სანდრო ალთუნაშვილი, ელვინ ტერა, ბექა გვარაძე, თორნიკე გორგიაშვილი, გონსალეს ვაგნერი, გიორგი დიასამიძე, გიორგი ხარაიშვილი, დიმიტრი ტატანაშვილი, გიორგი კოხრეიძე, დავით ვოლკოვი, გურამ გოშთელიანი. 

კომენტარები

ბოლო ამბები