Thumbnail
  • IJF-ის ახალი რეიტინგი
  • ლიპარტელიანმა ქულები და საერთო პირველობა დაკარგა
'უხილავი ძალა' - როგორ გახდა გურამ თუშიშვილი მსოფლიოს ჩემპიონი

დიუსელდორფის გრანდ სლემის დასრულების შემდეგ ძიუდოს საერთაშორისო  ფედერაციამ რეიტინგ-ლისტი განაახლა. საერთო რეიტინგში ცვლილებაა - ვარლამ ლიპარტელიანის ნაცვლად ისევ გურამ თუშიშვილი ლიდერობს.

თუშიშვილს, რომელიც ინდივიდუალურად ემზადება, 7 752 ქულა აქვს. ლიპარტელიანი 7 477 ქულით მეორე ადგილზეა. საქმე ისაა, რომ ლიპარტელიანმა შარშან დიუსელდორფში იმარჯვა, წლეულს კი ვერაფერს გახდა, ახლა კი ეს ქულები გაუნახევრდა. მესამე ადგილზეც ქართველია, ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილი. 

გასული კვირისგან განსხვავებით, ვაჟთა საერთო რეიტინგში 4 ქართველია 5-ის ნაცვლად, ტოპ 10 ამირან პაპინაშვილმა დატოვა.

TOP 10. ძიუდოს რეიტინგი. საერთო ჩათვლა

საინტერესო ფაქტები

🥋 დიუსელდორფში მე-3 ადგილზე გასული ლუხუმ ჩხვიმიანი 60 კგ წონით კატეგორიაში მე-10 ადგილზეა, მას 3 138 ქულა აქვს. წინა კვირასთან შედარებით ლუხუმი სამი ადგილით წავიდა წინ. ამ წონაში ამირან პაპინაშვილი მე-3 ადგილზე დაქვეითდა (მეორედან). 

🥋  ლაშა შავდათუაშვილი, რომელმაც ასევე ბრინჯაო მოიპოვა დიუსელდორფში, 5 696 ქულით კვლავ მე-2 ადგილზეა 73 კგ წონით კატეგორიაში.

🥋 100 და 100+ წონაში ლიდერები კვლავ ქართველები არიან - ვარლამ ლიპარტელიანი და გურამ თუშიშვილი.

კომენტარები

ბოლო ამბები