Thumbnail

ატლეტიკომ ლა ლიგაშიც მოიგო! მორატამ პირველი გოლი გაიტანა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ატლეტიკო 2:0 ვილიარეალი
  • 1:0 მორატა (31), 2:0 საული (88)

იუვენტუსთან ჩემპიონთა ლიგაზე მოპოვებული უმნიშვნელოვანესი გამარჯვების შემდეგ, მადრიდის ატლეტიკომ ლა ლიგაში ვილიარეალს უმასპინძლა და მეტოქე 2:0 დაამარცხა. მადრიდელებმა პირველი გოლი 31-ე წუთზე გაიტანეს. 'როხიბლანკოს ახალწვეულმა, ალვარო მორატამ ფილიპე ლუიშის გადაცემის შემდეგ სერხიო ასენხო უშანსოდ დატოვა და ატლეტიკოს მაისურით პირველი გოლი გაიტანა.

მადრიდელებმა მატჩის საბოლოო ანგარიში 88-ე წუთზე დააფიქსირეს. საულ ნიგესმა ვილიარეალს ლამაზი გოლი გაუტანა და შეხვედრის ბედი გადაწყვიტა - 2:0. სიმეონეს გუნდს 50 ქულა აქვს და ბარსელონას 7 ქულით ჩამორჩება. რაც შეეხება მადრიდელთა მდევარს, თანაქალაქელ რეალს 45 ქულა აქვს და ლევანტეს სტუმრად ეთამაშება.

ალვარო მორატა: 'ჩვენს სტადიონზე უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოვიპოვეთ. ამ გოლმა ძალიან გამახარა. თუ ასე თამაშს გავაგრძელებთ, ჩვენთან მოგება ძალიან რთული იქნება.'

კომენტარები

ბოლო ამბები