Thumbnail

იმედის ფსონი | 24 თებერვლის ბილეთები - ჰამბურგი მოიგებს, იუნაიტედი არ წააგებს?

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ლევან სალუქვაძის საავტორო, ინტერაქტიულ-საქველმოქმედო გადაცემა "იმედის ფსონის" 24 თებერვლის გამოშვებაში, ტრადიციულად, 3 ბილეთი შეიქმნა.

შაბათს შედგენილი ბილეთებიდან მოგებასთან ყველაზე ახლოს გადაცემის სტუმრის, ლევან პაპუაშვილის ბილეთი იყო, რომლის ჯამური კოეფიციენტი ევროპაბეთის მიხედვით, 14.7 გახლდათ. სტუმარმა გენგამის (ანჟერთან) და ბილბაოს (ეიბართან) მოგებები გამოიცნო, ვესტ ბრომვიჩის მოგება შეფილდთან კი - ვერა (სტუმრებმა მოიგეს).

დღეს, ლევან სალუქვაძემ საინტერესო 3 მატჩი აირჩია, სამივეში სტუმარი გუნდის გამარჯვებას ფიქრობს და მისი ბილეთის კოეფიციენტი, ევროპაბეთის მიხედვით, 11,6 გახლავთ.

ლევან სალუქვაძე (გადაცემის ავტორი და წამყვანი)

“ჰამბურგმა პირველ წრეში, რეგენსბურგთან საკუთარ მოედანზე 0:5 წააგო. ახლა ჰამბურგი ლიდერია და შურისძიება არა მარტო სურს, არამედ შეუძლია კიდეც. შესაძლოა, ჰამბურგმა დიდი ანგარიშითაც მოიგოს. 

ტილბურგისა და ალკმაარის მატჩშიც სტუმრების დიდი ანგარიშით მოგებას ვფიქრობ. ალკმაარმა ბოლო 5 თამაში დიდი ანგარიშით მოიგო და, თანაც, გოლს არ უშვებს. თანაც, იმ შეხვედრებში ტილბურგზე უკეთესი გუნდები დაამარცხა. რაც შეეხება შტურმის მოგებას - უკეთესი გუნდია და უკეთეს ფორმაშია."

გადაცემის სტუმარი ‘იმედის ფსონის’ მაგისტრი, პროგნოზისტი გიორგი ხუტიაშვილი იყო, რომელმაც 10.5 კოეფიციენტის მქონე ბილეთი შეადგინა, სადაც სულ 4 თამაშია, ყველაზე მაღალი კოეფიციენტი კი ბოტოსანის მოგებას აქვს გაზ მეთანთან (2,05).

რაც შეება მაყურებლის ბილეთს: აქ კოეფიციენტი 14,4 გახლავთ (6 თამაში). დღის მთავარი მატჩის (მანჩესტერ იუნაიტედი V ლივერპული) პროგნოზია 1X, რასაც საკმაოდ კარგი კოეფიციენტი აქვს (1,59).

ვიდეო: გადაცემა იმედის ფსონი (24 თებერვალი)

კომენტარები

ბოლო ამბები