Thumbnail

ისტორიული მიღწევა ფარიკაობაში - სანდრო ბაზაძემ ქაიროს გრან პრიზე მედალი მოიპოვა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • 22-24 თებერვალი. ქაიროს გრან პრი
  • სანდრო ბაზაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
პოდიუმზე

ქაიროში ხმლით მოფარიკავეთა გრან პრიზე სანდრო ბაზაძემ ისტორიულ შედეგს მიაღწია - პირველად ქართული ფარიკაობის ისტორიაში გრან პრიზე მედალი ავიღეთ. 

სანდრო მხოლოდ ნახევარფინალში დამარცხდა არონ სზილაგისთან და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ეს უნგრელი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია. 

დღის უმთავრესი გამარჯვება ბაზაძემ მეოთხედფინალში მოიპოვა, როცა ამერიკელი რეიტინგის ლიდერი ელი დერშვიცი 15:12 დაამარცხა. მანამდე ჩვენი ნაკრების ლიდერმა მერვედფინალში სამხრეთ კორეელ კიეჰვან კიმს მოუგო - 15:13. 

ბაზაძე V დერშვიცი

Cairo 2019 Men's Sabre Grand Prix Podium

Cairo 2019 Men's Sabre Grand Prix T8-P1

Posted by FIE - International Fencing Federation on შაბათი, 23 თებერვალი, 2019

პლეი ოფის ეტაპზე ორი ქართველი ასპარეზობდა, სანდრო ბაზაძემ პირველ წრეში 2017 წლის მსოფლიოს ჩემპიონს, უნგრელ ანდრას სზატმარს აჯობა - 15:8. ხოლო მიხეილ მარდალეიშვილი საუკეთესო 32-ში კი მოხვდა, მაგრამ პირველივე წრეში დამარცხდა კორეელ სანგუკ ოჰთან - 5:15. 

კომენტარები

ბოლო ამბები