Thumbnail
  • საქართველოს ნაკრები მე-5 კალათაში იყო განთესილი
  • მეტოქეები: იტალია, დანია, ბოსნია, ისრაელი, მალტა

ნიონში, ქალთა შორის ევროპის 2021 წლის ჩეპიონატის წილისყრა გაიმართა. საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები, რომელიც მე-5 კალათაში იყო განთესილი, მე-2 შესარჩევი ეტაპის B ჯგუფში მოხვდა იტალიის, დანიის, ბოსნია-ჰერცეგოვინას, ისრაელის და მალტის ეროვნულ ნაკრებებთან ერთად.

წილისყრის შედეგად, 9 ჯგუფი შედგა, საიდანაც ორი ჯგუფი ექვს-ექვსი, ხოლო შვიდი ხუთ-ხუთი გუნდისგან დაკომპლექტდა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრები 6 გუნდიან ჯგუფში მოხვდა. შესარჩევი ჯგუფის მატჩები მიმოსვლითი ფორმატით 2019 წლის 26 აგვისტოდან 2020 წლის 22 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება. საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების თამაშების კალენდარი მოგვიანებით გახდება ცნობილი. 

ინგლისში დაგეგმილ ევროპის ჩემპიონატზე 9 ჯგუფის გამარჯვებულები პირდაპირ გავლენ. მათთან ერთად, ფინალურ ტურნირზე 3 საუკეთესო მეორე-ადგილოსანი გავა. დარჩენილი 6 მეორე-ადგილოსანი პლეი ოფის გზით ევროპის ჩემპიონატის კიდევ 3 მონაწილეს გამოავლენს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები