Thumbnail
  • მერაბ შარიქაძეს გამარჯვება დაუფასდა.
  • ქართველი მორაგბე ტურის სიმბოლურში მოხვდა.

პრო დ2-ის მე-19 ტურის შეხვედრაში მერაბ შარიქაძის ორიაკმა შალვა სუთიაშვილის ანგულემს უმასპინძლა და მეტოქე 21:7 დაამარცხა. მერაბმა შეხვედრა სრულად ჩაატარა და კარგი თამაშით გუნდის გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა.

სარაგბო გამოცემა Actus Pro D2-მა შარიქაძეს გარჯა დაუფასა და ის ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა. მერაბის გარდა, ორიაკის ღირსებას გიორგი ცუცქირიძე და ნიკოლოზ ხატიაშვილი იცავენ.

Actus Pro D2-ის სიმბოლური

შეგახსენებთ, რომ წინა ტურის სიმბოლურ ნაკრებში ილია კაიკაციშვილი მოხვდა. ქართველი მორაგბე მასის ღირსებას იცავს.

კომენტარები

ბოლო ამბები