Thumbnail
  • 📅 9 თებერვალი | ⌚ 21:30 | ⚽ ბაიერნი V შალკე
  • მიუნხენის პუბლიკას დიდი ანგარიშით გამარჯვების იმედი აქვს
  • შალკე რობერტ ლევანდოვსკის საყვარელი მეტოქეა

მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია, შალკე ბაიერნს ვეღარ უგებს, ამ გუნდების დაპირისპირება ყოველთვის განსაკუთრებით დამაინტრიგებელია.

მიუნხენური გრანდი წინა ტურში, ბევრისთვის მოულოდნელად, ლევერკუზენთან 1:3 დამარცხდა და ცხრილში მესამე ადგილამდე ჩამოქვეითდა. მართალია, ბაიერნს და გლადბახს თანაბარი ქულები აქვთ (42), მაგრამ რეკორდმაისტერს ბურთების შეფარდება აქვს უარესი. მიუხედავად ამისა, მესამე ადგილი მაინც მესამე ადგილია და ეს ბაიერნის გულშემატკირებს ძალიან არ მოსწონთ. შესაბამისად, შალკესთან ისინი არა უბრალოდ მოგებას, არამედ ხარისიან, მკაფიო ანგარიშით გამარჯვებას ითხოვენ.

გელზენკირხენულმა კლუბმა წინა ტურში გლადბახთან 0:2 წააგო და ისევ კრიზისულ მდგომარეობაშია. შალკე, რომელიც ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის უნდა იბრძოდეს, გასავარდნ ზონასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ევროტურნირების ზონასთან. მართალია, გელზენკირხენელებმა გერმანიის თასზე ფორტუნა 4:1 დაამარცხეს, მაგრამ მერე კლუბის ლეგენდარული ბოსი, რუდი ასაუერი გარდაიცვალა და ამ ამბავმა თასზე მოგება დაჩრდილა.

საინტერესო ფაქტები

⚽ ბაიერნს შალკესთან 2011 წლის შემდეგ არცერთ ტურნირზე არ წაუგია - მას მერე გუნდები ერთმანეთს 17-ჯერ შეხვდნენ, 14 მატჩი მიუნხენურმა გრანდმა მოიგო, 3 კი ფრედ დასრულდა.

⚽ ბაიერნი ფორმაში არ არის. რეკორდმაისტერმა ბუნდესლიგაში ბოლოს ლევერკუზენთან 1:3 წააგო, შუა კვირაში კი, გერმანიის თასზე ჰერტასთან მხოლოდ დამატებით დროში გაიმარჯვა.

⚽ თუმცა, რეკორდმაისტერს ბუნდესლიგაში საკუთარ მოედანზე 5-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (3 მოგება, 2 ფრე). 

⚽ ბაიერნს 20 ტურის შემდეგ 42 ქულა აქვს და ამ დროისთვის ეს ყველაზე ცუდი შედეგია 2011/2012 წლების სეზონის შემდეგ. მაშინ მიუნხენურ გრანდს 20 ტურის შემდეგ 41 ქულა ჰქონდა.

⚽ შალკემ გერმანიის თასზე დიუსელდორფის ფორტუნა ძალიან ადვილად, 4:1 დაამარცხა. მიუხედავად ამისა, ბაიერნთან გასვლით მატჩში გელზენკირხენული კლუბი მაინც აუტსაიდერია.

⚽ აღსანიშნავია, რომ შალკემ ბუნდესლიგაში, ბოლო 4 გასვლითი მატჩიდან არცერთი წააგო (1 მოგება, 3 ფრე). თუმცა, შალკეს დაცვაში პრობლემები აქვს - ბუნდესლიგის ბოლო 11 მატჩში მინიმუმ 1 გოლს უშვებდა.

⚽ ბაიერნის გოლეადორ რობერტ ლევანდოვსკის შალკეს წინააღმდეგ თამაში უყვარს. გელზენკირხენული კლუბის წინააღმდეგ ჩატარებულ ბოლო 7 შეხვედრაში პოლონელმა 9 გოლი გაიტანა.

⚽ შალკედან ამ სეზონში ყველაზე მეტი გოლი უკანახაზელს აქვს გატანილი - დანიელ კალიჯურის, 4 (პლუს 2 საგოლე პასი).

⚽ შალკესთან ბოლო 4 ოფიციალურ მატჩში, ბაიერნმა პირველი ტაიმი მოიგო.

⚽ შალკემ ამ სეზონში ბუნდესლიგაში თამაშების 40 პროცენტში პირველი ტაიმი წააგო.

⚽ ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში ბაიერნის თამაშების 75 პროცენტში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.

სავარაუდო შემადგენლობები

ბაიერნი (4-2-3-1): ულრაიხი - კიმიხი, ზიულე, ჰუმელსი, ალაბა - გორეტცკა, ტიაგო ალკანტარა - კომანი, თ. მიულერი, რიბერი - ლევანდოვსკი.

შალკე (4-2-3-1): ფერმანი - დ. კალიჯური, სანე, ბრუმა, ოჩიპკა - ბენტალები, რუდი - ჰარიტი, მაკენი, კონოპლიანკა - უთი.

კომენტარები

ბოლო ამბები