Thumbnail
  • 📅 10 თებერვალი | ⌚ 23:45 | ⚽ ბილბაო V ბარსელონა
  • პირველ წრეში ბარსა ბილბაოს ბოლო წუთებზე დაუძვრა

23-ე ტურში ლა ლიგის ერთპიროვნული ლიდერი ბარსელონა, რომელიც უახლოეს მდევარს 6 ქულით უსწრებს ბილბაოს 'სან მამესზე' ითამაშებს, სადაც 3 ქულა არავის აქვს დაბევებული, არც ბარსას... 

კამპ ნოუზე იყო ფრე

ბილბაოს ცუდი სეზონი აქვს, ის მხოლოდ 3 ქულით უსწრებს გასავარდნ ზონას. არადა, იმის თქმაც თავისუფლად შეიძლება, რომ ბასკებმა საქმე გამოისწორეს, თორემ კიდევ უფრო უიმედო მდგომარეობაში იყვნენ. ასეთ შემთხვევაში ბარსა 'სან მამესზეც' ფავორიტია. მაგრამ ერთია - პირველ წრეში კატალონიელებმა 'კამპ ნოუზეც' კი ვერ მოახერხეს მეტოქის დამარცხება. 41-ე წუთზე ოსკარ დე მარკოსმა ბილბაო დააწინაურა და რომ არა ლეო მესი, ბასკები სულაც მოიგებდნენ - ლეომ მუნირის პასით 84-ე წუთზე გაათანაბრა. 

მესის გარეშე

პირველი წრის გმირი ოსკარ დე მარკოსი ბილბაოს დისკვალიფიკაციის მოხდის მერე უბრუნდება და ის მარჯვენა ფლანგზე დისკვალიფიცირებულ ანდერ კაპას შეცვლის. იკერ მუნიაინი შეტევის მარცხენა ფლანგიდან დაიწყებს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ინიგო კორდობა სასტარტო შემადგენლობაში ადგილს დაკარგავს. რაულ გარსია სიღრმიდან დაეხმარება ინიაკი ვილიამსს, რომელიც ახლა გუნდში ყველაზე ოპტიმალურ ფორმაშია. ბასკებს ტრავმების გამო დააკლდებიან: ინიგო ლეკუე, არიც ადურისი და პერუ ნოლასკოაინი. საეჭვოა მიკელ რიკოსა და უნაი სიმონის თამაში.

რეალთან მესიმ 9-მატჩიანი გოლების სერია შეწყვიტა

სერხიო ბუსკესტმა დისკვალიფიკაცია მოიხადა და შუახაზს უბრუნდება. სამაგიეროდ, ახლა ჟორდი ალბა არის დისკვალიფიცირებული. დაცვის მარცხენა ფლანგზე, ალბათ, სერხი რობერტო აღმოჩნდება. 

ლეო მესიმ კლასიკოზე მხოლოდ შეცვლაზე ითამაშა, ხოლო პარასკევს სულაც ვერ ივარჯიშა. დიდი ალბათობით, ის ბილბაოში არ ითამაშებს. უსმან დემბელე უკვე სრულფასოვნად ვარჯიშობს და შესაძლოა, სასტარტოშიც გამოჩნდეს. ბარსას რაფინია, უმტიტი და სილესენი და არტური აკლია. 

საინტერესო ფაქტები

⚽ ბარსელონას ბილბაოსთან ბოლო 38 დაპირისპირებიდან 35 არ წაუგია (ყველა შეჯიბრება). 

⚽ ლა ლიგის ბოლო 9 ტურში ბარსელონას სულ მცირე, 2 გოლი გააქვს.

⚽ ბილბაოს ბოლო 6 საშინაო მატჩში (ლა ლიგა) 2.5-ზე ნაკლები გოლი გავიდა.

⚽ ბარსელონამ ბოლო 4 საგარეო მატჩში (ლა ლიგა) მოიგო, როგორც ტაიმი, ისე მთლიანად მატჩი. 

სავარაუდო შემადგენლობები

ბილბაო (4-2-3-1): ერერინი - მარკოსი, ი. ალვარესი, ი. მარტინესი, იური - დანი გარსია, ბენიატი - იბაი გომესი, რაულ გარსია, მუნიაინი - ვილიამსი

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - სემედუ, პიკე, ლონგლე, სერხი რობერტო - არტურო ვიდალი, ბუსკეტსი, რაკიტიჩი - დემბელე, ლუის სუარესი, კოუტინიო 

კომენტარები

ბოლო ამბები