Thumbnail
  • 18 წლის ნინი გურგენიძე ნიჭიერი და პერსპექტიული ფეხბურთელია
  • სამწუხაროდ, ნინის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა

ნინი გურგენიძე 18 წლის ნიჭიერი და პერსპექტიული ფეხბურთელია, რომელიც ქუთაისის მართვეში თამაშობს. ნინი საქართველოს ორგზის ჩემპიონია. მართვესთან ერთად ჯერ 2015 წელს გახდა ჩემპიონი, ხოლო შემდეგ 2016 წელს. იგი გამორჩეულია თავის გუნდში და მთელ ჩემპიონატში.

ნინი გურგენიძე ნახევარმცველია, ფლანგიდან თამაშობს და გამოირჩევა როგორც სისწრაფით, ისე ტექნიკური შესაძლებლობებით.

სამწუხაროდ, ნინი გურგენიძეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს და დახმარება სჭირდება.

მკურნალობისთვის დიდი თანხებია საჭირო. სოციალურ ქსელში ნინის დასახმარებლად კამპანია მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების წევრები, ნინო პასიკაშვილი და ნინო სუთიძე უდგანენ სათავეში.

ნინის მხარდამჭერ სოციალურ კამპანიაში ქართული საფეხბურთო სამყაროა ჩართული. სოციალურ ქსელში გავრცელდა ანგარიშის ნომერი, სადაც მიმდინარეობს თანხის შეგროვება - თითოეული ლარი მნიშვნელოვანია!

ანგარიშის ნომერი: GE95BG0000000284257600

მიმღები: რამაზ გურგენიძე

კომენტარები

ბოლო ამბები