Thumbnail

ხელბურთი: საქართველოს ნაკრების მეორე მარცხი

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი.
  • ლიტვა 24:20 საქართველო.
  • 14 იანვარი: საქართველო V ისრაელი.

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები კლაიპედაში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში ასპარეზობს. ჯგუფში 4 გუნდია, მომდევნო ეტაპზე კი მხოლოდ ერთი ნაკრები გააგრძელებს ასპარეზობას. სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრებმა ხელბურთის მუნდიალზე მოხვედრის შანსი დაკარგა.

ლატვიასთან განცდილი მარცხის შემდეგ (21:24), საქართველოს ნაკრები მასპინძელ ლიტვას დაუპირისპირდა და ამჯერად, 20:24 დამარცხდა

საქართველოს ნაკრები მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში ლიდერობდა და ერთი პერიოდი, 3 ბურთის სხვაობითაც იგებდა. დონე ბოშკოვსკის გუნდს სწორედ 3 ბურთის სხვაობით უნდა მოეგო, რომ ჯგუფიდან გასვლის შანსი შეენარჩუნებინა.

მეორე ტაიმის პირველი ნახევარი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და გუნდები გოლს გოლით პასუხობდნენ, თუმცა დასკვნით მონაკვეთში ლიტველებმა უკეთ ითამაშეს, ზედიზედ 5 ბურთი გაიტანეს და გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვეს.

საქართველოს ნაკრებში საუკეთესო იყო ირაკლი ჩიქოვანი, რომლის ანგარიშზე 6 გოლია. ლიტველები განსაკუთრებული ყურადღებით მეურვეობდნენ 16 წლის ტალანტს, გიორგი ცხოვრებაძეს, რომელმაც ლატვიას 7 გოლი გაუტანა, ამჯერად ერთი შედეგიანი დარტყმით გამოირჩა.

14 იანვარს, საქართველოს ნაკრები მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ისრაელს დაუპირისპირდება, ჯგუფის გამარჯვებული კი ბალტიისპირულ დერბიში გაირკვევა

კომენტარები

ბოლო ამბები