Thumbnail
  • ლექსო ყაულაშვილის ლა როშელი დამარცხდა.
  • აფრასიძის დებიუტი ჩემპიონთა თასზე.
  • ქართველების კლერმონის მარცხი ნორთჰემპტონთან.

ჩემპიონთა თასზე მეხუთე ტურის შეხვედრები გაიმართა. ლექსო ყაულაშვილის ლა როშელი ოლსტერთან 20:13 დამარცხდა. ყაულაშვილი განაცხადში არ იყო. ამ მარცხით ლა როშელმა ჯგუფში პირველობა დაკარგა, ოლსტერი 17-ქულით პირველ ადგილზეა, ფრანგული კლუბი მას ერთი ქულით ჩამორჩება.

კოტე მიქაუტაძის, მიხეილ ნარიაშვილის, დავით ქუბრიაშვილისა და გელა აფრასიძის მონპელიე ექსეტერს ესტუმრა. მასპინძლებმა მატჩი 41:10 მოიგეს. სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ : მიქაუტაძე, ნარიაშვილი და აფრასიძე. აფრასიძის დებიუტი მონპელიეს მთავარ გუნდში ჩემპიონთა თასზე შედგა. გელამ 70-წუთი ითამაშა. ნარიაშვილი 45-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო კოტე - 62-ე წუთზე შეცვალეს. მონპელიეს 13 ქულა აქვს, ჯგუფში მესამე ადგილს იკავებს და პლეი ოფში გასვლის შანსს ინარჩუნებს.

მონპელიეს მორაგბეები მატჩამდე.

დავით ზირაქაშვილის, ვიქტორ კოლელიშვილისა და ოთარ გიორგაძის კლერმონმა წააგო, თუმცა ჯგუფის ლიდერად დარჩა. ნორთჰემპტონთან გამართული მატჩი ფრანგულმა კლუბმა 34:21 წააგო.

ზირაქაშვილი და კოლელიშვილი განაცხადში იყვნენ, ორივე მორაგბე მინდორზე 61-ე წუთზე შევიდა. ქართველები შეხვედრაში აქტიურად ჩაერთნენ, მაგრამ მატჩის გადარჩენა ვერ მოახერხეს.
ხუთი ტურის შემდეგ კლერმონს 18 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა. ბოლო ტურის მატჩს ფრანგული კლუბი 20 იანვარს გამართავს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები